LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძე: ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის

36
ვიქტორ დოლიძე

ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კარგი ნაბიჯია საქართველოს ინტერესების კონტექსტშიც.

„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ჩვენს ფინელ და შვედ მეგობრებს.

ეს ძალიან კარგი ნაბიჯია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებითაც კი, გამომდინარე იქიდან, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და არის ეფექტური. ეს ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს არის გადასარევი პრეცედენტი, რომ ასეთ სწრაფ დროში, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქვეყანამ უკვე გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მომავალი გაწევრიანების თვალსაზრისით.

იენს სტოლტენბერგი: პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან

ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კარგი მაგალითია და კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები