LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. „ბორდერიზაციის“ მძვინვარე პროცესი და უკანონო გატაცებები უნდა შეწყდეს: მარინა კალიურანდი

59
მარინა კალიურანდი

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“ ეხმიანება და წერს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება.

ევროპარლამენტარის თქმით, „ბორდერიზაციის“ მძვინვარე პროცესი და უკანონო გატაცებები უნდა შეწყდეს.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიდამოებში „ბორდერიზაციის“ მძვინვარე პროცესი და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს! ძალიან მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა“,- წერს მარინა კალიურანდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g