„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით თბილისის მერი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან.
„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი. ეს ადასტურებს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი გუნდი არის, ერთი ხელით იმართება. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – განაცხადა კახა კალაძემ.