LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ გადაწყვეტილებები – ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა – მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო

93
მეწყერის გამაგრება ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღეს, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.

„როგორც იცით, წინა კვირაში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები – მათ შორის, ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს ამ მცოცავ მეწყერს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად  ეს მასა არ მოწყდეს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ამის შემდგომ  სხვა ღონისძიებები იგეგმება. კერძოდ კი, სწორედ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი უშუალოდ მეწყრულ არეალში დროებითი გზების გაყვანა და კონკრეტული სამუშაოების წარმოება.

“ასევე, როგორც უკვე მოსახლეობას ვუთხარით, ამ კვირის ბოლოს, მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში  მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, რომლის საშუალებითაც  მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მეტად დეტალური ინფორმაცია გვექნება “, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

“ორად გაყოფილი” ვაშლიჯვრის ფერდობი და სპეციალისტები კვლავ გამოსვლის ძიებაში

 

პოპულალურები