LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გოდოლაძე: საკითხის განხილვის დროს „შავ კურტკიანი“ ტიპები არ უნდა მირჩევდნენ საქმეს, გააგრძელებთ ამ ფერდის შეხებას?- უარესს მიიღებთ

197
3

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ ქალაქის განაშენიანება პოლიტიკოსების საქმე არ არის და ის ყურადღებას ამახვილებს ლისის ფერდზე გაჩენილ ახალ ნაპრალებზე. როგორც გოდოლაძემ განმარტა შესაბამისი სამსახურები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერებულიყო:

„წერია და ნაშრომები არსებობს, რომელიც შემიძლია გადავუგზავნო მერიის თანამშრომლებს, ცოტა განათლება, რომ მიიღონ, მე მგონი საერთოდ არაფერი არ იციან.

100 % – ით არაფერი მაგრდება, გარკვეული ალბათობით საშიშროება ყოველთვის არის, რომ დაიძრას, გინდა გაამაგროთ, გინდა არ გაამაგროთ, მთელი ზაფხულიდან მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები და ვერ მოხერხდა, არ არის ასე მარტივი. კიდევ გააგრძელებთ ამ ფერდის შეხებას?- უარესს მიიღებთ.

ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, ვცხოვრობთ სეისმოლოგიურად აქტიურ ქვეყანაში, ახლა, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, რას აკეთებენ? ამ ლისის ფერდს 7 ბალიანი მიწისძვრის პოტენციალი აქვს, საინჟინრო სკოლა ეს არის სულ სხვა მიმართულება, გამოყენებითი დარგი ჩვენი სპეციალისტების არის ფუნდამენტური დარგი, რაც ამ ქვეყანაში მკვდარია,“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცნეტრ მთავარში.“

გოდოლაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში დარგის სპეციალისტების პრობლემაა, მისივე თქმით საკითხის განხილვის დროს „ შავ კურტკიანი ტიპები” ურჩევნდნენ საქმეს:

„ამ ფერდების გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე აქ განაშენიაანება ყოველთვის გამოიწვევს პრობლემას, რადგან ეს პროცესი არ შეჩერდება.

ეს არის გეოლოგიური პროცესი, როდესაც არასწორად ვჭრით გრუნტს და ვეხებით, ის ყოველთვის მეწყერსაშიში ხდება.

მეწყერსაშიშ უბანზე გაიყვანეს გზა, რაც არის ბომბი, მთლიანად დაბზარულია ფერდი, ღმერთმა უწყის რას მოიტანს მომავალში ეს ქმედება.

ამის საინჟინრო გამოცდილება და პრაქტიკა არ გვაქვს, არც სპეციალისტები გვყავს.

და საოცარი ისაა, რომ საკითხის განხილვის დროს „შავ კურტკიანი“ ტიპები, რომ მირჩევდნენ საქმეს,“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

პოპულალურები