LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივხვდი, რატომ მავიწყდება ტექსტები ჩემი სიმღერებიდან – ქეთა თოფურია

658
qeta

ჯგუფ „ა სტუდიოს“ სოლისტი, რუსეთში მოღვაწე  ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ამბობს, რომ სიმღერების ტექსტი ბოლო დროს ხშირად ავიწყდება. ამის შესახებ მან „ინსტაგრამზე“ ისაუბრა. ქეთა ამბობს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად არის დაკავებული შვილების აღზრდით.

„ხშირად ვუყურებ საბავშვო გადაცემებს ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად, ვუსმენ საბავშვო სიმღერებს, ტვინი გადამეწვა და მივხვდი, რატომ მავიწყდება ტექსტები ჩემი სიმღერებიდან“ – ამბობს თოფურია.

მომღერალი ოფიციალურად დეკრეტულ შვებულებაშია. მისი და ბიზნესმენ ლევ დენგოვის ვაჟი ადამი, ერთი წლისა.

ვიდეო: ქეთა თოფურია „სულიკოს“ ასრულებს – მომღერალი ყაზახეთშია 

„მიყვარხარ“ – ქეთა თოფურიას მეუღლე საჩუქრებით ანებივრებს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები