LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ „ქართლის“ დევნილების საკითხი: ელენე ხოშტარია

110
ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მიმართავს საქმიანი შეხვედრა გამართონ, რათა დევნილთა დასახლება „ქართლში“ მცხოვრები ადამიანების საკითხი მოგვარდეს.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, თუ დევნილების პრობლემები არ მოგვარდა იქნება აქციები, რომელსაც სხვა დევნილებიც შეუერთდებიან.

„მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს (ცხადია დევნილებთან შეთანხმებით).

გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ ‘ქართლის’ დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ.

თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ ქართლის აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად!“, – წერს ხოშტარია.

ამავე თემაზე:

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

არც მინისტრი შეხვდა დევნილებს და არც პრემიერ-მინისტრი – ფეხებზე დაიკიდეს მათი პრობლემა: ნიკა გვარამია

ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ – ჯანდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით: გიორგი ვაშაძე დევნილთა დასახლებაში მომხდარზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g