LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა” – პრეზიდენტი

204
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი შს მინისტრის მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა.

სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველსაც მოუწოდებს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებებზე:

,,მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.

მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.

სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში

რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

,,მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი” – შსს განცხადებას ავრცელებს

პარლამენტთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა – ვითარება დაძაბულია

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები