LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე

887
დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

დათა თავაძე დავით დოიაშვილის „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული თეატრისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა.

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინრბულ „მოღვაწეებს“ და მათ, ვინც აქ წერთ, „დოისთვის არაფერი შეიცვალა და ბევრად მაგარ რამეებს იზამსო“ – ძალიან ბევრი რამ შეიცვალა დოისთვის, ძალიან ცუდი რამე მოხდა ქართული თეატრისთვის! (დილა მშვიდობისა! გათენდა! თვალი გაახილეთ!)

ამ რეჟიმმა დღეს თქვა, რომ ფეხებზე კიდია ვის რა ღვაწლი გქონიათ, რომ ამით არაფერი წყდება! ფიქრობთ, ამხნევებთ დოის, ან რომელიმე ჩვენგანს, მაგრამ დიდი ბოდიში, თქვენი სადღეგრძელოები არავის გვჭირდება:

საქციელს ველით, ველით კი არა,

მოვითხოვთ თითოეული თქვენგანისგან!

აწიეთ ერთი ადგილი და გააკავეთ თქვენი მთავრობის მიმტაცებელი ბანდფორმირება, რომელიც თქვენ მოიყვანეთ! თვალი გაუსწორეთ იმ რეალობას, რომელიც თქვენი შექმნილია, დიახ, თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, – თქვენი მოქმედებისაც, თქვენი უმოქმედობის, თქვენი დუმილისაც და, მითუმეტეს, თქვენი ძალიან ხმამაღალი მხარდაჭერისაც! – უკანონო პატიმრებიც თქვენი ბრალია, მათი გამწარებული მშობლებიც, დარბეული და დასისხლული ხალხიც, წართმეული მომავალიც და უნდა გამოისყიდოთ ეს დანაშაული, თანაც სასწრაფოდ და მერე დაგილაიქებთ რაღაცებს, ან არა, ვნახოთ!“ – წერს დათა თავაძე.

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

„მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ!“ – დავით დოიაშვილი

„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

„12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით…შენ გაგიმარჯოს ჩემო მეგობარო“ – ეკა ნიჟარაძე

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g