LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“ – სალომე ზურაბიშვილი

148
სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დამოუკიდებლობის დღისთვის ქვეყანაში მოიწვია.

„მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მომავალი დევს.

„სასწორზე მხოლოდ საქართველო არ დევს, ეს არის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენის მენტალიტეტიდან კავკასიის საბოლოოდ დახსნის საკითხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემასთან საუბარში.

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და აღიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ისტერიულად ეძებს ადგილს ახალი კალედონიისთვის.

„როგორც ჩანს, ელისეის სასახლეში ისტერიულად ეძებენ ახალ ადგილს ახალი კალედონიისთვის, აკეთებენ რა არჩევანს საქართველოსა და სომხეთს შორის“, – აღნიშნა ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები