LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის ნაკვეთი საოფისე-კომერციული შენობით, აუქციონზე 4 მილიონად იყიდება

286

თბილისში, მ. კოსტავას ქუჩიდან ვახუშტის ხიდზე მიმავალ გზასა და მარჯვენა სანაპიროს შორის მდებარე შენობა იყიდება.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა (საოფისე ფართი) ელექტრონულ აუქციონზე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოიტანა. ქონების საწყისი ფასი 4 131 750 ლარია.

როგორც ლოტის აღწერილობაშია ნათქვამი, სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს კაპიტალურად ნაშენებ საოფისე-კომერციული დანიშნულების შვიდსართულიან ნაგებობას, მეშვიდე მანსარდის სართულით. შენობის სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა კიბით, შენობას ასევე აქვს აივნები. სარეალიზაციო ქონების ყველა სართულს გარდა პირველი სართულისა გააჩნია სველი წერტილი. საჯარო რეესტრის მონაცემებით მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართია 430.00 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობა N1-ის საერთო ფართი 2471.00 კვ.მ.

აუქციონი აღნიშნულ ლოტზე 19 აპრილს დასრულდება. ჯერჯერობით, აუქციონში მონაწილეობა არცერთ განმცხადებელს არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g