LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიწის ნაკვეთის დავის გამო, ახალგაზრდა მამაკაცს სანადირო თოფით მოულოდნელად ესროლა“ – ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, შურისძიების მოტივით მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

118
ნაფიცი მსაჯულების სასამართლო

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. 

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა.

წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა მამაკაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

🔵 ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 🔗 ვრცლად: https://pog.gov.ge/news/nafici-msajulebis-mier-erTxmad-gamotanili-verdiqtis-safuZvelze-shurisZiebis-motiviT-chadenili-mkvle 🔵 Based on the unanimous verdict of the jury, the defendant was sentenced to 12 years in prison for revenge murder. 🔗 Learn more: https://pog.gov.ge/en/news/nafici-msajulebis-mier-erTxmad-gamotanili-verdiqtis-safuZvelze-shurisZiebis-motiviT-chadenili-mkvle

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Tuesday 23 April 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები