LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის ქვეშ ჩატანილი ნაგვის ურნები – შედეგი ბათუმში ნამდვილად ძალიან ცუდია [ფოტო]

2004
67403063-10218403968665599-2459056832103055360-o

ბათუმში მიწის ქვეშ ნაგვის ურნების პროექტი საპილოტე რეჟიმშია გაშვებული. როგორც “ფეისბუქზე” დენიელ დოინიცინი წერს, შედეგი საკმაოდ ცუდია და თბილისმა ეს მაგალითი უნდა გაითვალისწინოს. 

ლურჯ სანაგვე ურნებს ჭავჭავაძეზე მიწის ქვემოთ ჩაიტანენ (ვიდეო)

განხორციელდება თუ არა ცვლილება სხვა ქუჩებზეც?

“ყველამ დიდი ექსპერტებივით გავარჩიეთ ვაკეში, ჭავჭავაძეზე ორი ავტობუსი შუაშაში გაეტევა თუ არა და რამდენად ცუდი/კარგი იდეააა. ის რაც ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა.

აქვე გთავაზობთ ბათუმში მიწის ქვეშ ჩატანილ ნაგვის ურნებს, იგივეს რასაც ჭავჭავაძეზე აპირებენ. აქ ბათუმში კაი ხნის წინ საპილოტე რეჟიმშია გაშვებული.

საცოდაობაა ამ პროექტის გაგრძელების ყურება იმ დღეში რა დღეშიც ის ბათუმშია.

შედეგი ნამდვილად ძალიან ცუდია და ვურჩევ რომ გაითვალისწინონ ხოლმე ქალაქებმა ერთმანეთის პრაქტიკა და მაგალითები,” – წერს ის.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ამ ქუჩაზე ნაგვის ურნები მიწის ქვეშ ჩავა. გარდა ამისა, მან დააანონსა, რომ ავტობუსის ზოლები ჭავჭავაძის გამზირზე გზის შუა ნაწილში მოეწყობა, რასაც კრიტიკა მოჰყვა.

მიწისქვეშა ნაგვის ურნები – ახალი ძვირადღირებული პროექტი დედაქალაქს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g