LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრა კარიბის ზღვაში – აშშ-ში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

521
Tsunami-warning-Huge-earthquake-hits-Jamaica-sparking-tsunami-terror-in

აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს კარიბის ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით აფრთხილებს:

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: კარიბის ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, შესაძლოა დამატებითი ბიძგების განმეორება და ცუნამის საშიშროება.

სანაპირო ზოლის მიმდებარე მცხოვრებ მოქალაქეებს გთხოვთ თვალყური ადევნოთ და დაემორჩილოთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. საჭიროებისშემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს: 202-387-2390 – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კარიბის ზღვაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის ფლორიდაშიც ევაკუაცია მოჰყვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყნარი ოკეანის ცენტრის მიერ ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოგვიანებით უარყოფილი იქნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g