დილას თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად მიწისქვეშა ბიძგები პროვინცია ვანში იგრძნობოდა. მიწისძვრა 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო ხუთი კილომეტრის სიღრმეში.
ნგრევის მსხვერპლისა და დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთში ეს მეოთხე მიწისძვრაა.