ჩიჩუებისა და ნაცვლიშვილების ცნობილი ოჯახების მიმართ ინტერესი არ ცხრება.
როგორც უკვე იცით, ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ეკა ასათიანის შვილი სანდრო ჩიჩუა, ასევე ცნობილი წყვილის, ვატო ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილის შვილზე, ანა ნაცვლიშვილზეა შეყვარებული.
სოციალურ ქსელში სანდრო და ანა ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად გვიზიარებენ ხოლმე.
ანა ნაცვლიშვილს 16 წელი შეუსრულდა და როგორც მისი “ინსტაგრამ” გვერდიდან ირკვევა, იუბილე ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
„მიყვარხარ“,- წერს სანდრო ჩიჩუა და წვეულებიდან ანასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც არაერთი დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.
ანა ნაცვლიშვილისა და სანდრო ჩიჩუას რომანტიკული ფოტო: რა კადრებს გვიზიარებს ცნობილი წყვილი
„როგორი სადა და ულამაზესია, ანა“ – სანდრო ჩიჩუა შეყვარებულ ანა ნაცვლიშვილთან ერთად