კალიფორნიაში, სანტა-მონიკას Barker Hangar-ის სივრცეში, 2026 წლის Critics Choice Awards გაიმართა. ტიმოთი შალამემ ფილმისთვის, Marty Supreme, Critic Choice Awards-ზე „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ ჯილდო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის შალამე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.
ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე საყვარელ ქალთან, კაილი ჯენერთან ერთად გამოჩნდა და მას საჯაროდ მადლობა პირველად გადაუხადა.
„მადლობა ჩემს პარტნიორს, რომელთანაც სამი წელი მაკავშირებს. მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი. მთელი გულით გიხდი მადლობას”, – ამ სიტყვებით მიმართა შალამემ კაილის.
გამოცემა People კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს