LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანია, უკრაინას ზაფხულში მივანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: ლატვიის ვიცე-პრემიერი

179
dd81cd15be714907d90a7fac8e4e4305

ლატვიის ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, არტის პაბრიკსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეუშლის ხელს, რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებს გაატარებს.

„ჩვენი საბოლოო მიზანია უკვე ზაფხულში მივანიჭოთ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება, არის პრო პუტინისტი და მუშაობს ევროკავშირის გლობალური ინტერესების საწინააღმდეგოდ“,- წერს არტის პაბრიკსი.

შეგახსენებთ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

ამის შესახებ მან ევროპული მედიის მე-14 სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g