პარიზის პროკურატურამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ CNN იუწყება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადბენ, რომ ხანძრის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ასზე მეტი მეხანძრე.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი ჯერ არ ჩამქრალა.
შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც მომხდარის გამო, დღეს, 15 აპრილს დაგეგმილი საჯარო გამოსვლა გადადო.
ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ეკლესიის სამრეკლო და მთავარი სვეტი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მდებარეობს კუნძულ სიტეზე, რომელსაც ქალაქის ცენტრში მდინარე სენას ორი შენაკადი ქმნის. არსებული ცნობებით, საგანგებო სამსახურებმა ხანძრის გამო კუნძულიდან ხალხის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
https://www.facebook.com/FRANCE24/videos/429565997791441/