LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მჯერა დადებითი ენერგეტიკის… კრიტიკული სიტუაციიდან გამოვძვერით – უკეთესობისკენაა, ისევ რეანიმაციაში იმყოფება“ – რას ამბობს თაკო ჩარკვიანი ძმის – მამუკა ჩარკვიანის მდგომარეობაზე

503
თაკო და მამუკა ჩარკვიანები

კომპოზიტორისა და შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის და – პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი „ფორტუნასთან“ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ 10 დღიანი დამძიმებული ვითარების შემდეგ, ამჟამად მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა გვითხრა, ამ ეტაპზე, მისი ძმა კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდა.

პოლიტიკოსი გულშემტკივრებსა და საზოგადოებას დადებითი ემოციებისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ სიტყვის ენერგეტიკის სჯერა:

„მაღლა და მაღლა”.. ყველაზე ძალიან მამუკას ეს სიმღერა უყვარდა” – თაკო ჩარკვიანი მამის სიმღერას ასრულებს (ვიდეო)

„მე ძალიან მჯერა სიტყვის ენერგეტიკის, შეუძლებელია კოსმოსური დადებითი ძალა არ არსებობდეს, სამყაროა… როგორც კი ინფორმაცია [ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ] დავდე, პირველი ღამე ნორმალური გვქონდა. ამჟამად უკეთესობისკენაა, მდგომარეობიდან გამოიყვანეს, ისევ რეანიმაციაში იმყოფება, მაგრამ შედარება არ არის.

იყო მაღალი ცხელება – 10 დღის განმავლობაში 39-იდან ტემპერატურა არაფრით არ ჩამოდიოდა. ფეხის ძვლის ინფექციის გარდა, ნაღვლის გართულებული მდგომარეობაც დაერთო, ოპერაცია, ბუნებრივია ვერ კეთდებოდა და ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნა, თუმცა, ახლა ღმერთის წყალობით, რომ იტყვიან კრიტიკული სიტუაციიდან გამოვძვერით.

„ისევ ვერ გვყავს კარგად და … სიტყვით მიეშველეთ, მჯერა ენერგეტიკის“ – რას წერს თაკო ჩარკვიანი მამუკა ჩარკვიანზე

თაკო ჩარკვიანი ძმის, ცნობილი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

რწმენას რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია ფიზიკას კარგად გრძნობდეს ადამიანი და უზარმაზარი კოსმიური ენერგეტიკის არ სჯეროდეს, ეს ასე, არსაიდან არ ჩნდება. მადლობა ყველას“. – უთხრა „ფორტუნას“ თაკო ჩარკვიანმა.

ვიდეო: „ჩემი განძი“ – მამუკა ჩარკვიანის ემოციური შესრულება, რომელსაც თაკო ჩარკვიანი გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g