მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ბექა ბასილაიას სჯერა, რომ „ქართულ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს“. როგორც ადვოკატი განმარტავს, „მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და სრული უფლება აქვს განახორციელოს, როგორც პოლიტიკური, ისე ნებისმიერი ტიპის საქმიანობა“.
„აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იმის შესახებ, სად უნდა იმყოფებოდეს მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი. მე მჯერა, როგორც ნიკა მელიას, უკრაინელი მეზღვაურების და მიშავ ბატურინის გათავისუფლება მოუწია ქართულ ხელისუფლებას, ასევე მოუწევს მიშა სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომ ექსტრადაციასთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბასილაიამ.
სააკაშვილმა თქვა, რომ ასაყვანად მისულმა პოლიციელებმა მასთან სელფები გადაიღეს: ეკა ხერხეულიძე
