LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკაცრი ტონით თინეიჯერ შვილებს ვერ დაიყოლიებთ – კვლევის შედეგი

493
Mother-Daughter-Homework-777x519

როგორია შვილის აღზრდის პოზიტიური მეთოდები და მიდგომები? მეცნიერები და ფსიქოლოგები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დღემდე ცდილობენ.

ახალი კვლევის მიხედვით, თინეიჯერ შვილებთან მომთხოვნი ტონით საუბარი შედეგის მომტანი არ არის და ამგვარი მიდგომით, შვილთან კონფლიქტს გააღრმავებთ.

კარდიფის უნივერსიტეტმა 14 და 15 წლის მოზარდებში ჩაატარა კვლევა თუ როგორი იყო მათი რეაქცია მშობლების ზედმეტად მომთხოვ ტონზე.

აღმოჩნდა, რომ რბილად ნათქვამი სიტყვა უფრო მეტი შედეგის მომტანია, ვიდრე ზღვარგადასულად მკაცრი მიდგომა.

ფსიქოლოგების განმარტებით, ზოგიერთი მშობელი, მართლაც ვეღარ ხვდება რა ტონით ესაუბროს შვილებს და მიაჩნიათ, რომ აღზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანი სიმკაცრის გამოჩენაა. თუმცა ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევარები სხვა მიდგომებზე მიუთითებენ.

როგორც ჩანს, მშობლების ავტორიტეტული აღმზრდელობითი სტილი, პირადი მახასიათებლებიდან მომდინარეობს.

დასტრესილი მშობლები

კვლევაში შვილის აღზრდის ერთი კონკრეტული მაგალითი აიღეს და მშობელს, ამ შემთხვევაში დედას მისცეს შესაბამისი ინსტრუქცია – ერთ შემთხვევაში აიძულებინა შვილისთვის დავალების შესრულება და მეორე შემთხვევაში მშვიდი ტონით ეთხოვა.

ექსპერიმენტში მონაწილეობა ათასზე მეტმა, 14 და 15 წლის ასაკის მოზარდმა მიიღო.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დედები, რომლებიც წყნარი, მშვიდი ტონით ავალებდნენ შვილებს კონკრეტული ინსტრუქციის შესრულებას, მოზარდების დარწმუნებას უფრო ადვილად ახერხებდნენ, ვიდრე ის დედები, რომლებიც შვილებს მითითებას ზედმეტად მომთხოვნი ტონით აძლევდნენ .

მკვლევარების აზრით, თუ თინეიჯერ შვილებთან “მომგებიანი” ურთიერთობა გინდათ, მაშინ თქვენი საუბრის ტონი უნდა აკონტროლოთ.

როგორც კვლევის თანაავტორი, პოლმენი ამბობს: “ექსპერიმენტმა კარგად აჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, მშობლის საუბრის მანერასა და ტონს.

 

magti 5g