კიევის პროკურატურამ სამართალდამცავების მიერ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მოგვიანებით კიევის პროკურატურაში დააზუსტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს „უკრაინელი დეპუტატების მიერ სააკაშვილის დაკავებისას სამართალდამცავების წინააღმდეგ გაწეული ქმედებების ფაქტზე“.
„სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად,რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამართალდამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე სამსახურებრივი საქმიანობის ჩამოშორებას, 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთას, ან 4 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს” – აღნიშნეს კიევის პროკურატურის პრეს-სამსახურში.