LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ციხეთა სისტემა სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის და ის უნდა იყოს გათავისუფლებული: ჯიშკარიანი

127
1

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის და ის უნდა იყოს გათავისუფლებული.

ამის შესახებ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც სავარაუდოდ, სააკაშვილის წამებასა თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტში იყვნენ ჩართულები, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან უნდა გადააყენონ:

“გუშინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ეს იყო კიდევ ერთი არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ჯაჭვში არის ახალი ეპიზოდი და ის, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გაართულებს შემდგომში მკურნალობა-რეაბილიტაციასაც.

ადამიანები, ვინც, სავარაუდოდ, ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის წამებასა თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ვფიქრობ, ეს ადამიანები გამოძიების დასრულებამდე უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრი.

დასკვნაში იქნება ასახული ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები და შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეირო-ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციებიც, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს, ჩვენი აზრით, გათავისუფლებული.

შეგიძლიათ წაიკითხოთ ნავალნი-რუსეთის წინააღმდეგ საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავლანისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე, იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ. გუშინ ვიხილეთ, რომ გორის ჰოსპიტალშიც კი განხორცილდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს იყო პრაქტიკულად პროვოკაცია, რომ კონფილქტი გამოეწვიათ მისი მხრიდან.” – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები