LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი.. მოგვეცით საშუალება და ცხრავე პირობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, უმოკლეს ვადაში შესრულდება“ – გიორგი ვაშაძე 

122
Untitled design (30)

„ვინ არის ცხრა პირობის შემსრულებელი? ხომ იცით, რომ ჩვენ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე უმოკლეს ვადაში შესრულდება,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, პირველი ნაბიჯი გადადგმულია და საქართველომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური რეკომენდაცია მიიღო.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

„გილოცავთ, პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც დეკემბერში აუცილებლად უნდა ჩაბეტონდეს.

ურსულამ თქვა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და ხელისუფლებას მოუწოდა, მოუსმინოს ქართველ ხალხს. ოპოზიცია – ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ, ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს, ეს არის მთელი შინაარსი.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის ჩვენი გასაკეთებელი და მთავარია, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები, გეოპოლიტიკური არჩევნებია.

რა გზას ირჩევს საქართველო: ამ ცხრა რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას, თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას, რასაც ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„ქართული ოცნება“ კვლავ დაიწყებს ჭიდაობას, რომ ცხრა პირობა არ უნდა შეასრულოს და რატომ არის „ქართული ოცნება“ ასეთი დამწუხრებული? მათაც კარგად იციან, რომ ამ ცხრა პირობის გამკეთებლები ისინი არ არიან და დიაგნოზს ამ ყველაფერს საზოგადოება აუცილებლად დაუსვამს.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეკემბერში იმედი მაქვს, ჩაბეტონდება და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დარწმუნებული ვართ, იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ამ პირობებიდან მესამე მნიშვნელოვანი პირობაა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტატუსი გვაძლევს ბევრ სიკეთეს, მათ შორის ფულს.. ვცდებოდით, როცა ვამბობდით, რომ „ოცნებას“ სტატუსი არ უნდა – ძალიანაც უნდა, ოღონდ რეკომენდაციების შესრულების გარეშე“ – რომან გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g