LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხარი გაკრა თურმე შემთხვევით და ამას მოყვა ანგარიშსწორება“ – ცნობილია ბარში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

620
2025-05-12_01-09-56_542462

თბილისში მდებარე „რატის ბარში“ გუშინ გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„კვი­რის პა­ლიტ­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკლული 18 წლის ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლია.

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­და. ერთი ვერ­სი­ით, ალე­კომ დამ­ნა­შა­ვეს ბარ­ში შემ­თხვე­ვით მხა­რი გაკ­რა და ამას მოყ­ვა საქ­მის გარ­ჩე­ვა და ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ბარ­ში და­ი­წყო და ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და. სწო­რედ ამ დროს დამ­ნა­შა­ვემ ყე­ლის არე­ში და სხე­უ­ლის სხვა ად­გი­ლებ­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

„ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია მომ­ხდა­რი. რო­გორც გა­ვი­გე, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და ეს მკვლე­ლო­ბა. დღეს თით­ქმის მთე­ლი დღე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ად­გილ­ზე. ამ­ბო­ბენ, ჩხუ­ბი შიგ­ნით და­ი­წყოო. პო­ლი­ცია რომ მო­სუ­ლა, ბიჭი ძირს ეგდო თურ­მე, სას­წრა­ფომ ვერ მო­უს­წრო ახალ­გაზ­რდას, ის ეტყო­ბა სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

და­ნით არის მოკ­ლუ­ლი, ყელი აქვს გა­მოჭ­რი­ლიო. მე რომ მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში, ცხე­და­რი უკვე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი იყო. მხა­რი გაკ­რა თურ­მე შემ­თხვე­ვით სა­წყალ­მა ბიჭ­მა ბარ­ში ვი­ღა­ცას და ამას მოყ­ვა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. დანა რამ­დენ­ჯერ­მე და­ურ­ტყამს“, – ამ­ბობს იქვე ახ­ლოს მო­მუ­შა­ვე ერთ- ერთი ადა­მი­ა­ნი.

„მკვლელი 36 წლის ყოფილა, როგორც პოლიცია ამბობს, წარსულში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი და უკვე გარეთ გამოსული და კიდევ მკვლელობა ჩაიდინა? ასეთი დაუნდობელი დამნაშავეები როგორ უნდა იყვნენ თავისუფლები. რა უნდოდა 18 წლის ბავშვთან? ან დაცვა არ ჰყავს ამ ბარს? ასეთი განუკითხაობა რატომ უნდა ხდებოდეს? რა ქნას ახლა მისმა ოჯახმა, სად იპოვოს სამართალი. ან 15 წელი რა არის ამისთანა შვილს რომ მოუკლავს დედას იმისთვის? დღის სინათლე არ უნდა ნახოს მკვლელმა”, – ამბობს მომხდარით აღშფოთებული კიდევ ერთი ქალბატონი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g