LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხედვარის“ მესამე სეზონის პირველი „თიზერი“ გამოვიდა

129
Untitled.pngfddffd

„მხედვარის“ მესამე სეზონის პირველი „თიზერი“ „გავრცელდა“. სეზონი ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი 5 ეპიზოდი 29 ივნისს გამოვა, ბოლო 3 ეპიზოდი ნახვას 27 ივლისს შეძლებს.

შეგახსენებთ, „მხედვარის“ პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა. სერიალი ანჯეი საპკოვსკის რომანების მიხედვით არის გადაღებული. მთავარ როლს ჰენრი კევილი ასრულებს. თუმცა, მეოთხე სეზონიდან ამ როლს ლიამ ჰემსვორთი მოირგებს. სერიალში ასევე ანია ჩალოტრა და ფრეია ალანი თამაშობენ.

„ჰენრი, წლებია, შენი ფანი ვარ და შთაგონებული ვარ იმით, თუ როგორ გააცოცხლე ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი. შენი შეცვლა რთული იქნება“, – განაცხადა ლიამმა.

„მხედვარის“ მე-4 სეზონში ჰენრი კავილს ლიამ ჰემსვორტი ჩაანაცვლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები