LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხიარული ფოსტალიონი, კრეატიული მეჯვარეები, ციყვების მეგობარი – პანდემიისას მომხდარი სახალისო ამბები

461
newsmay3445

კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული საყოველთაო კარანტინი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისათვის უდიდეს სტრესად იქცა, თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც.

წარმოგიდგენთ სახალისო ისტორიებს, რომლებიც პანდემიის დროს მოხდა:

მხიარული ფოსტალიონი

ჯონ მეტსონი ინგლისის ქალაქ ბოდსონის ფოსტალიონია, რომელმაც პანდემიის დროს კლიენტების გასამხიარულებლად ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. იგი სამუშაო დღის დასაწყისში რომელიმე ორიგინალურ კოსტუმში გამოეწყობა და მხოლოდ შემდეგ გადის მისამართებზე. მეტსონმა “ყოველდღიუ ჰელოუინზე” უკვე არაერთი საინტერესო კოსტუმი ჩაიცვა, მათ შორის ჩერლიდერის, ხელოსნის, ექთნის და თავად კლეოპატრასიც კი.

,,როდესაც ამანათს კართან ვტოვებ, ადამიანები თავიდან გაკვირვებულები მიყურებენ, შემდეგ კი ეცინებათ და მეგობრებს ატყობინებენ ჩემს შესახებ. მთელი ქუჩა ტაშით და შეძახილებით მაცილებს, გუშინ პოლიციელებმაც კი შემამჩნიეს და ტაში დამიკრეს”– აცხადებს მხიარული ფოსტალიონი მედიასთან საუბარში.

 

მზრუნველი მამები

ამქვეყნად ბევრი მზრუნველი მამა არსებობს, თუმცა ცოტა მათგანი თუა ასეთი ორიგინალური. ჯეიმემ, რომელიც 3 წლის მარას მამაა, გოგონას გასახალისებლად ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. საყოველთაო კარანტინის გამო მამა-შვილი სახლიდან მხოლოდ ნაგვის გადასაყრელად გადის, მაგრამ რატომ არ შეიძლება ეს ცნობილი ანიმაციური გმირების ან სუპერგმირების ტანსაცმელში გამოწყობილებმა გააკეთონ? ოლაფი და ელზა, ბეტმენი და ქალი საოცრება, ურჩხული დამზეთუნახავი… ეს მცირე ჩამონათვალია იმ გმირებისა, რომლებიც მათ განასახიერეს. მეზობლები მამა-შვილს საკუთარი აივნებიდან ტაშით და შეძახილებით ამხნევებენ.

TikTok-ის ვარსკვლავს, მია ფაინისაც არანაკლებ გაუმართლა. იმისათვის, რათა მისმა ქალიშვილმა სახლში არ მოიწყინოს, მიას მამა სახლის ტერიტორიაზე ყოველდღიურად სხვადასხვა დაწესებულებას აწყობს და ცდილობს, დეტალებიც კი გაითვალისწინოს. ერთ დღეს იგი კინოთეატრის მეთვალყურეა, რომელიც ქალიშვილს პოპკორნს სთავაზობს, ბილეთს უხევს და ადგილსაც კი უნომრავს. მეორე დღეს ის ,,სტარბაქსის” ყავსი ჯიხურის გამყიდველია შესაბამისი ეკიპირებით, ან ,,მაკდონალდსის” თანამშრომელი, რომელიც შესაბამის შეკვეთად იღებს, შემდეგ კი ,,კლიენტს” ბურგერით და კარტოფილი ფრით უმასპინძლდება.

,,ახლა ჩემს ქალიშვილთან ერთად უფრო დიდ დროს ვატარებ და ძალიან მსიამოვნებს მისთვის ამ დღეების გახალისება” -აცხადებს კრეატიული მამა.

ციყვების მეგობარი

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო რიკ კალინოვსკი უმუშევარი დარჩა, მან საკუთარი სახლის გარშემო მინიატურული საპიკნიკე მაგიდები განათავსა ციყვებისათვის. მიუხედავად იმისა,რომ გარშემომყოფებს ეს იდეა სასაცილოდ მოეჩვენათ, ბოლოს მაინც რიკმა გაიცინა, რომელმაც etsy.com-ზე ონლაინ-მაღაზია SquirrellytreasureCo გახსნა. კალინოვსკის მიერ დამზადებული მინიატურული პიკნიკის მაგიდების მაღაზიამ პირველ 24 სამუშაო საათში 400 შეკვეთა მიიღო.

 

კრეატიული მეჯვარეები

ცხადია, ეიპრილ ლონგი და მარსელ ტურკი არ იყვნენ ერთადერთი წყვილი, რომელთა ქორწილიც პანდემიის გამო გადაიდო. წყვილს საქორწინო ცერემონია 17 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა არსებული ვითარების ფონზე, ცხადია მათ ქორწილის გადახდა ვერ შეძლეს. სიძე-პატარძლის გასამხნევებლად მეჯვარეებმა სახალისო ფოტოსესია მოაწყვეს. ისინი იმ კაბებში გამოეწყვნენ, რომელიც ქორწილში უნდა ჩაეცვათ და ყოველდღიური აქტივობებით დაკავდნენ.

,,მასტერშეფის” კეთილი ფინალისტი

პოპულარული კულინარიული ტელეშოუს, ,,მასტერშეფის” ბრიტანელი ფინალისტი ენტონი ო’შონესი თავისი კარის მეზობელს, ასაკოვან პიტერს ყოველდღე სხვადასხვა სადილებს უმზადებს და კართან უტოვებს მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში კარანტინი გამოცხადდა. წლების წინ პიტერი ენტონის ბებიაზე ზრუნავდა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. ენტონიმ მისთვის საჭმლის კეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც კარის მეზობელმა მასთან საუბრისას დაიჩივლა, რომ მაღაზიიდან საჭმლის მომარაგება უჭირდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g