LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ერთი რეფორმის ჩავარდნის გამო მთავრობა გადადგა

245
ფინეთი

ჯანდაცვის რეფორმას, რომლის განხორციელებასაც უკვე 12 წელია ცდილობენ ფინეთში, ადგილობრივი მთავრობა შეეწირა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის, ჯუჰა სიფილას გადადგომა დაადასტურა და ხელისუფლებას მუშაობის გაგრძელება ახალი მთავრობის ფორმირებამდე დაავალა.

ფინეთის მთავრობის ჩამოშლა და პოლიტიკური გაურკვევლობა, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოხდა.

„როიტერი“ წერს, რომ სახელმწიფო ფინანსების ბალანსირებისთვის, სამი პარტიის კოალიციისგან მართული მთავრობის გეგმისთვის ცვლილებები იყო გადამწყვეტი. ფინეთში ფინანსური შეზღუდვები ქვეყნის მოსახლეობისთვის დაწესებულ ჯანდაცვის ხარჯებთან წინააღმდეგობაში მოვიდა.

აღნიშნული ხარჯების შემცირება ფინეთში მთავარი პოლიტიკური დაბრკოლებაა, რომელიც ისტორიულად უზრუნველყოფდა საყოველთაო და ძვირადღირებულ ჯანდაცვის სისტემას.

ბოლო 12 წლის განმავლობაში რეფორმის განხორციელებას რამდენიმე მთავრობა ცდილობდა. ფინეთში საპარლამენტო არჩევნები 14 აპრილსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g