გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს გვიზიარებს.
ამასთან, გიორგი პატარა კეკეს ემოციური სიტყვებით მიმართავს.
„მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს, რომლებსაც შენი შუბლი მკარნახობს ან შენი თვალის ნაპირები, ანდა თითები, რომელსაც მიჭერ – იოლად ვხვდები ამ დღეებმა რა გასწავლეს საზეპიროდ – ცუდიც და კარგიც.
შენ გაიზრდები და სხეული ამ სიზმრების მალვას ისწავლის, როგორც ჩვენ ვმალავთ.
მხოლოდ ეს არის განსხვავება მე და შენ შორს.
ჩვენი სიზმრები ერთნაირია. მათი გამხელა-ვერგამხელა არის სხვადასხვა,“ – წერს გიორგი კეკელიძე.
„ჰოდა, კეკეს აქვს ქერა თმა და ლურჯი თვალები“: გიორგი კეკელიძე შვილზე – რა კადრებს გვიზიარებს მწერალი
„ასე დარაჯობს ცუგი კეკეს, თუ ჩვენ არ შევახსენეთ, რომ კვების დროა“, – გიორგი კეკელიძე
