„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ეს ამომრჩევლის ნება იქნება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე გამოკითხვა უნდა ჩატარდეს.
„მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეთ პარლამენტში, თუ ჩვენ ამას გვეტყვის ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. მათი გამოკითხვის საშუალებას მოგვცემს 21 საუკუნის ტექნიკური შესაძლებლობები, „ფეისბუქი“ იქნება თუ სხვა.
ჩემი ინიციატივაა, რომ მხოლოდ ასე უნდა ჩატარდეს ეს გამოკითხვა და გადაწყვეტილება მხოლოდ ასე უნდა მიიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ არ გვინდა რომ ხალხის ნდობა დავკარგოთ და თუ არ გვინდა, რომ მნიშვნელოვანი ბზარი გავაჩინოთ პარტიაში. როგორც თავის დროზე მივიღეთ პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ახლაც ასევე უნდა მივიღოთ ჩვენი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების იმ ელექტრონული იდეების პრაიმერისით, რომლის ჩატარების საშუალება გვაქვს და ესაა ჩვენი წინადადება პოლიტსაბჭოს მიმართ. იმედია, პოლიტსაბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.”-განაცხადა გია ბარამიძემ.