LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ორი დღეა რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ შემიძლია ნებისმიერს ვუთხრა, საქართველო საოცარი ქვეყანაა – ბლოგერი ოსკარ ჯალილოვი

61
277804169_340644208106392_2713808672708416842_n

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს.

პრესტურის თერთმეტმა მონაწილემ უკვე დაათვალიერა თბილისი და მცხეთა. ბლოგერები ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას ეწვევიან. ტურის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ. უზბეკი ბლოგერები მოინახულებენ ქვემო ქართლს, სადაც დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს ესტუმრებიან. ტურის განმავლობაში, ბლოგერები სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს ატვირთავენ, რომელსაც ათიათასობით მიმდევარი იხილავს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს უზბეკეთიდან 11 ბლოგერი ეწვია. ტურის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ათვალიერებენ. ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და კულტურაზე გაკეთდება. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.

„საქართველოში მხოლოდ ორი დღეა რაც ვიმყოფები, მაგრამ შემიძლია ნებისმიერს ვუთხრა, საქართველო საოცარი ქვეყანაა. თბილისი ძველი ქალაქისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან კეთილი ხალხით და ძალიან გემრიელი კერძებით. ძალიან მომეწონა ქართული ღვინო. ვაპირებ საქართველოს სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას და ხალხთან გასაუბრებას, თუ რას ფიქრობენ საქართველოსა და უზბეკეთზე“,- ამბობს ბლოგერი ოსკარ ჯალილოვი.

„ალბათ ყველას უყვარს გემრიელი კერძები და ამ კუთხით საქართველო ნამდვილი სამოთხეა, ულამაზესი ბუნება გაქვთ, ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან მომეწონა თბილისი. მინდა გითხრათ, რომ უზბეკები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ სტუმარმასპინძლობის ნამდვილ მასტერკლასს დავესწარით“,- აცხადებს ბლოგერი ხფის უსუფოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები