LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულის“ მეორე ლაივკონცერტი – სრული მიმოხილვა

407
mxolod-qartuli-news343435

„მხოლოდ ქართულის“ მეორე ლაივკონცერტზე კონკურსანტებს „მარტივი გამოსავალის“ რეპერტუარის შესრულება დაევალათ. ზოგისთვის ეს გამოუვალ მდგომარეობასთან მიახლოებული რამ აღმოჩნდა, ზოგიერთმა კი გამოსავალი შედარებით ადვილად იპოვა, თუმცა, ჟიურის ხუთკაციანი შემადგენლობა გიორგი უშიკიშვილის, ლელა წურწუმიას, სოფო ნიჟარაძის, სტეფანესა და გორგი გაბუნიას შემადგენლობით, მაინც შეთანხმდა, რომ ეს ტური ადვილად გადასალახებს შორის ნამდვილად ვერ მოხვდა. სწორედ ამიტომაც, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ტურის ბოლოს, როდესაც ცხადი გახდა, რომ კონკურსს ანა ქურთუბაძე გამოეთიშებოდა, ყველა კონკურსანტი ადგილზე დარჩა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ ტურის გამო „მხოლოდ ქართულს“ არც ერთი მონაწილე არ დატოვებდა.

კონკურსანტებმა შეასრულეს ყველასთვის ნაცნობი და ძველი მელოდიები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჯგუფმა „მარტივი გამოსავალი“ („გამოუვალი მდგომარეობა“) სრულად მოირგო და თავისებურ სტილში შემოგვთავაზა.

როგორც ჯგუფის სოლისტმა და „მხოლოდ ქართულის“ წამყვანმა, ვანიკო თარხნიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „მე რომ ტაშ-ფანდური მეგონა, თურმე რთული ყოფილა. რეალურად ამ სიმღერების ვარიაციები ჩემზეა მორგებული და არ ვიცოდი, თუკი ასე გაუჭირდებოდათ… უფრო სწორად, თავს მთლად კომფორტულად ვერ იგრძნობდნენ, თუმცა ეს კონკურსია და ყველა მონაწილე საკუთარი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს. საბოლოოდ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ჩატარდა. მით უმეტეს, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა სასწაული გადაწყვეტილება მიიღო…“

როგორც გადაცემის მსვლელობისას ვანიკომ აღნიშნა, მან მარინა ბერიძეს არაერთხელ სთხოვა ვოკალის გაკვეთილები, თუმცა ცნობილი მუსიკალური პროდიუსერისგან უარი მიიღო. „ვანიკოს აქვს ის, რაც ბევრს არ აქვს. ეს ქარიზმაა“, აღნიშნა მარინა ბერიძემ და დასძინა, რომ სურდა, გია ყანჩელის საკმაოდ რთული და აკადემიური ტურის შემდეგ კონკურსანტებისთვისაც და მაყურებლისთვისაც რადიკალურად განსხვავებული რამ შეეთავაზებინა.

ტურის განმავლობაში ჟიურის წევრებს შორისაც ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მეტ-ნაკლებად ერთნაირი ქულები დაიწერა.

აღსანიშნავია, რომ მაყურებელს აზრი არ შეუცვლია. წინას მსგავსად, ამ ტურის ლიდერი ნინი შონია გახდა, ხოლო მეორე ადგილზე, მაყურებლების ხმებით, კვლავ თამთა ხუხუნაიშვილი გავიდა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა, როცა „ლამპიონები“ შეასრულა.

ფოტოები აღებულია „მხოლოდ ქართულის“ „ფეისბუქ“-გვერდიდან

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g