LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკლავი მაქვს აკაპიწებული და ატყდა ჩხუბი…” – სოციალურ ქსელში ვაქცინაციის დროს მომხდარი სახალისო ამბავი ვრცელდება

4018
BeFunky-collage

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე კვირის  განმალობაში დღეში 25 ათასამდე ადამიანი იცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

ექიმები ამბობენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად ეს საკმარისი არაა. სიტუაცია, მართლაც რთულია, მაგრამ ქართველები, ყველგან ვცდილობთ, იუმორი დავინახოთ.

გურიაში გაგონილი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ამბავს სოციალურ ქსელში „შავნაბადას“ წევრი დათო ცინცაძე წერს:

„გურიაში გაგონილებიდან.

შევედი აცრაზე, ვაჩვენე მკლავი, უნდა დამარჭონ ნემსი და ატყდა ჩხუბი ექიმებს შორის.

როგორც ჩანს, მანამდეც კამათობდნენ. ჰოდა, ის ვისაც ნემსი ეჭირა და უნდა ავეცარი რეგისტრატორს მიმართავს:
– გაჩერდი ახლა თუარა გიტიკებ ამ ნემს თვალშიო!

არადა მე აკაპიწებული მაქ მკლავი და ველოდები ჩხვლეტას. იმაზე გაბრაზებულმა ექიმმა გააქანა და მთელი ძალით მე ჩამარჭო ნემსი!

მერე ისევ რეგისტრატორმა უპასუხა რაღაც და ეს ექიმი ვინც უკვე მცრის, სულ გადაირია! გაცეცხლდა! ამოაძრო ნემსი და – გაჩერდი თუარა ერთხელ გაგაფრთხილე და ახლა მართლა გიტიკებ ამას თვალშიო – გადადგა ერთი ნაბიჯი წინ და მოუღერა ჩემი მკლავიდან ამოძრობილი ნემსი რეგისტრატორს.

მერე გაბრაზებულმა ისევ გააქანა და უკვე მეორეჯერ ჩამარჭო შპრიცი მკლავში – ხომ უნდა დაესრულებია აცრა?!

ჰოდა, მაინტერესებს ახლა რაფერაა ჩემი საქმე, ორჯერ აცრილებში გავდივარ? ???“, – წერს დათო ცინცაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g