ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ენისელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს ბრალდებული უკვე დაკავებულია.
გამოძიება კი 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.