LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ქარელში – 22 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს

172
საპატრულო-პოლიცია

მკვლელობა ქარელში – 22 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული.

თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები