LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა თბილისში: გარდაცვლილია ინდოეთის მოქალაქე

343
7f6be6949e11c0ed19f289e20078e406 (1)

თბილისში, ისნის რაიონში დღეს მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მეზობელი. გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა, რომელიც ქირით ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ამ დროისათვის დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  დანაშაული 7 დან – 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღიკვეთა – ოპერაციაში უკრაინის კონტრტერორისტული სამსახურიც მონაწილეობდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g