LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არა აქვს – პროკურორი

88

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის, განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.

როგორც პროკურორმა განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს აღნიშნული პირის დაკავება.

„საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს იმ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, რომ დადგინდეს პირის ადგილსამყოფელი მისი დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არა აქვს,“ – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ძებნილი პირის მიმართაც პროკურატურას სასამართლოში მკაცრი მოთხოვნა ექნება და იშუამდგომლებს, რომ მასაც დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

magti 5g