პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს მათთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი დღითიდღე უმატებს ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას. შესაბამისად, მე მათ მოვუწოდებდი, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოუკლონ ცრუ ინფორმაციების გავრცლებას ჩვენთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
იმ დღიდან, რაც დავიწყეთ პოლიტიკური აქიტურობა, ყველა ჩადგა ჩვენს ოპოზიციაში.
ერთი მხარე გვაბრალებს „ნაცებთან“ ჩვენს მოკავშირეობას, მეორე მხარე „ქართულ ოცნებასთან“. ვფიქრობ, რომ ეს ორივე არის მცარი მიდგომა და ამას საზოგადოება ხედავს და რწმუნდება“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ პარტია „საქართველოს“ ლიდერმა „ტვ პირველზე“ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. დღეს კი მმართველი გუნდიდან მის ბრალდებებს უპასუხეს,