LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ გუნდში სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის

66

„სანქციებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქანთარიას თქმით, მმართველ გუნდში საუბარია შიდა წესდებასა და ურთიერთობის დალაგებაზე.

 „ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. სანქციებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს უფრო შიდა წესდება და ურთიერთობის დალაგებას ეხება, რაც ამ ეტაპზე, ვფიქრობ, აუცილებელია. ასე რომ, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ უკეთეს ვარიანტს – უმრავლესობის უმთავრესი ფუნქცია რაც არის, ვემსახუროთ ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას. მე, პირადად, არავითარი ამბიცია იმისა, რომ პოლიტიკური ან აღმასრულებელი თანამდებობა ან თუნდაც საპარლამენტო თანამდებობა დავიკავო, უკვე აღარ მაქვს, აღარც სურვილი მაქვს ამის. 20 წლით უკან რომ ვიყო, შეიძლება, ამაზე მეფიქრა,“ – განაცხადა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ მამუკა მდინარაძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. მისი თქმით, მდინარაძე ცდილობს, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეს ყველასთან, რაც, როგორც ქანთარია ამბობს, საკმაოდ რთულია.

„რთულია ეს ყველაფერი, მე მესმის მისი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბიოგრაფიით, სხვადასხვა თავგადასავლით, ეკონომიურ-სოციალურ-ფსიქოლოგიური არსით მოსული ადამიანები, ერთადერთი მიზანი, რითაც შეიძლება ჩვენი შეკავშირება და ყველას აქვს ეს მიზანი, არის ის, რომ დადებითი უნდა ამოვწიოთ, გავაერთიანოთ, ეს არის ლიდერების უნარი, ეს ხალხი სწორედ ამაზე უნდა მუშაობდეს. ჩვენ ცოტა თვლემას მივეცით იმიტომ, რომ ოპოზიციაც ცოტაა, ვერც არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოიყურება ჯანზე. ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, რაღაც მოდუნებები დაიწყო. სწორედ ესაა პირველი სიმპტომი, რომ ჩვენ გამოვიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ, მუდმივად აქტიურად ვიყოთ. ეს ორი წელი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები