„ქართული ოცნება“ მერობის და გამგებლების კანდიდატებს აგვისტოში წარადგენს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ალბათ, ივლისს-აგვისტოში გახდება ცნობილი კანდიდატების სია. ჩვენ შესარჩევი გვყავს როგორც მერობის, ისე გამგებლობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში შესარჩევი გვყავს 1000-ზე მეტი კანდიდატი და ამაზე მუშაობა პრინციპში დაწყებულია და ალბათ, უახლოეს მომავალში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება ეს მსჯელობა და სადღაც აგვისტოში კანდიდატებს წარვუდგენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.