LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ – მიხეილ ცაგარელი ახალმთვარეობასთან და მზის დაბნელებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს

897
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ახალმთვარეობასთან და მზის დაბნელებასთან დაკავშირებით საზოგდოებას მიმართავს და იმ წესების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელთა გათვალისწინება მისი თქმით, სასურველია.

ცაგრელი საზოგადოებას ურჩევს დღევანდელი დღე, 12 აგვისტო სულიერ სიმშვიდესა და ლოცვაში გაატარონ:

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება! ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა (საქართველოს დროით 22:38 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და მზის დაბნელება (საქართველოს დროით 21:47 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)!
ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა.
გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ:
მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას — ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ.
კვება – მსუბუქი.
დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა ( შეამცირეთ მაინც).
არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.
მოერიდეთ მზის სხივებს (თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავი
მუქი სათვალე!
დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს ( სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება ,,დაბნელების დერეფნის” განმავლობაში
ანუ მთვარის დაბნელებამდე (28 აგვისტო, 08:14 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)
და სავსემთვარეობამდე (28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) !!!
დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?
თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე,
შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები:
,,მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას…
მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!”
კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება.
გაატარეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში.
ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით
მაინცდამაინც დღეს! დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!  
სიკეთე გქონოდეთ…“ – წერს ცაგარელი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები