მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შემოსვლა – რა გახდა ასეთი სამსჯელო, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
ხვიჩიას განცხადებით ამით ზარალდება საპარლამენტო პროცესი და თავად „ნაციონალური მოძრაობა“.
ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას, ხვიჩია აღნიშნავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით შეუთანხმებელს ვერაფერს ხედავს, თუ მართლაც სურთ „შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულება“.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პოზიციას ამნისტიაზე, როგორც ხვიჩია ამბობს, მელია საბაბი იყო დოკუმენტის მიღების, პროცესმა კი აჩვენა, რომ ის „რაღაც მოვლენის“ დასასრულებლად იყო.
