LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ რეფორმების დღის წესრიგს არა ბრიუსელისთვის და შარლ მიშელისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის მივყვებით: დეიმონ ვილსონი

77
დეიმონ ვილსონი

აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტ დეიმონ ვილსონის თქმით „მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ რეფორმების დღის წესრიგს არა ბრიუსელისთვის და შარლ მიშელისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის მივყვებით“. როგორც დეიმონ ვილსონმა Civil.ge-სთან ინტერვიუში საუბრისას განმარტა, რეფორმები ქართველი ხალხის პასუხისმგებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ ქართველმა მშობლებმა თავიანთი შვილების მომავალი საქართველოს დაუკავშირონ.

დიდი ხანია ნატოში საქართველოს წევრობას ვუჭერ მხარს – მივიჩნევდი, რომ საქართველოს წინსვლის გათვალისწინებით ქვეყანა ნატოს წევრობას იმსახურებდა: დეიმონ ვილსონი, NED-ის პრეზიდენტი

„მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ ყველაფერს, რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის, შარლ მიშელის ან პრეზიდენტ მაკრონისათვის კი არ მივყვებით, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის… ეს რეფორმები უნდა გამომდინარეობდეს ქართველი ხალხის ერთიმეორისადმი პასუხისმგებლობიდან, რომ მას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, რომ ქართველმა მშობლებმა თავიანთი შვილების მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშირონ; არ მოუწიოთ იმაზე ფიქრი, რომ მათი შვილები მაინცდამაინც საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ სამუშაოს თუ თავისუფლების საძიებლად; რომ აქაც შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიდეს; რომ აქაურობაც შეიძლება იყოს ევროპა.

ეს ტრანზიციის პერიოდი მნიშვნელოვანია და მაფიქრებს იგი. მივესალმები ევროკავშირის განაცხადს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. [ამერიკის] მთავრობაში მუშაობისას, ევროპელი პოლიტიკოსები ამის აღიარებისგანაც თავს იკავებდნენ. ამდენად, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, გვხვდება აშკარა ნიშანიც იმისა, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთება და იმედგაცრუება პროგრესის ნაკლებობასა და სწრაფვაზე იმისკენ, რასაც დემოკრატიის ეფუძნება. ამდენად, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ “რა უნდა გავუკეთო ბრიუსელს”, არამედ იფიქრონ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ თავისივე მოქალაქეებისა და მათი მისწრაფებისთვის? ესაა მნიშვნელოვანი განსხვავება, როდესაც NATO-სა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ვილსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g