LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს – თურნავა

54
ხორბალი

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს და არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, რომელიც ეხება პურს, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასების გაძვირება არ მოხდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი უწყება მზად არის, რომ ამ საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ითანამშრომლოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბიზნესს არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს. ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, მზად ვართ ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვიმუშაოთ“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება და ადგილზე წარმოებულ ფქვილს იმპორტირებული ანაცვლებს. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს, რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე დაწესებული მცურავი საბაჟო ტარიფია, რამაც ქართველ იმპორტიორებს ხორბალი თითქმის 100 დოლარით გაუძვირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები