LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია დაბრუნდა პარლამენტში, შევაქებ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც გამბედაობა გამოიჩინეს: კელი დეგნანი

60
1583415792-1583345265-კელი-დეგნანი

საქართველში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, საქართველოს დემოკრატიისთვის რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რაც იმის საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, როგორ იფუნქციონირებს მრავალპარტიული პარლამენტი.

დეგნანის განმარტებით, შემდეგი გამოწვევა სასამართლო რეფორმაა, რომელიც ასევე შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ნაწილია.

„დეტალები არის პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ იმუშაონ, ისინი სწორედ ამას აკეთებენ. ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომ მათ აქვთ დებატები, ისინი გადაწყვეტენ ამ საკითხს ისე, რომ მისაღები იყოს ყველასთვის. რაც მნიშვნელოვანია, ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში, სადაც აშშ-ის შეხედულებით ისინი უნდა იყვნენ, იმუშაონ საქართველოს პროგრესზე. ვფიქრობ, შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, რაც ასევე ამ შეთანხმების ნაწილია, ეს რეალურად შეცვლის და გააუმჯობესებს საქართველოს არჩევნებს, მათ შორის მათ შორის ოქტომბრის არჩევნებს და აღადგენს საზოგადოების ნდობას. მე შევაქებ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც პოლიტიკური გამბედაობა გამოიჩინეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და მხარი დაეჭირათ შეთანხმებისთვის. ახლა საკუთარ საქმეს აკეთებენ ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

magti 5g