LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ რუსეთის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ბოლომდე იყოს მიყვანილი: კახა კუჭავა

74
კუუუუჭ

ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით დღეს დილიდან, ევროპული სასამართლოს სესია დაიწყო. ნახსენები იყო საქართველო-რუსეთის დავაც, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა საშუალება გამოიყენა, რათა რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეეხსენებინა.

”ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, სადაც არაერთგზის იყო ნახსენები საქართველო-რუსეთის დავის შესახებ, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული ეს საშუალება, რათა გვესაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია. ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომს და იმ დარღვევებს ეხებოდა, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა. საქართველომ წარმოადგინა 700-ზე მეტი მტკიცებულება და საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ამ დავაში. ახლა უკვე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვიზრუნოთ და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ რუსეთის მხრიდან მისი აღსრულება ბოლომდე იყოს მიყვანილი.

ჩვენ ბოლომდე შევეცადეთ, არა მხოლოდ ინფორმაცია მიგვეწოდებინა, არამედ ხაზი გაგვესვა იმ მნიშვნელობაზე, რა მნიშვნელობას ატარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში”. – განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

პოპულარულები