10 ქვეყანას სურს, რომ რუსეთი რიოს ოლიმპიადას ჩამოაშორონ. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებიდან მთელი რუსეთის ნაკრების მოკვეთას 10 ქვეყნის ანტისადოპინგო უწყების წარმომადგენლები და სპორტსმენთა 20 ჯგუფი ითხოვს. ასე წერია გაზეთ New York Times-ის ელექტრონულ ვერსიაში.
ყველაზე ცოტა 10 ქვეყნის წარმომადგენლები და სპორტსმენები ამზადებენ საგანგებო ნაბიჯებს მოთხოვნით ჩამოაშორონ რუსეთის მთელი დელეგაცია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. მიზეზი სახელმწიფო სადოპინგო პროგრამის ბრალდებაა, ნათქვამია სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ საუბარია აშშ-ს, გერმანიის, ესპანეთის, იაპონიის, შვეიცარიის, კანადის ანტიდოპინგურ უწყებებზე. გაზეთის მონაცემებით, სპორტსმენთა ოცზე მეტი ჯგუფი მთელი მსოფლიოს ოლიმპიელებს წარმოადგენს.