LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოასწარით და შეიძინეთ უძრავი ქონება” – ოთო აბესაძე ბინების გაძვირებას აანონსებს

288
აბესაძე - მშენებლობა

ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს, რომ გაზაფხულიდან უძრავ ქონებაზე ფასი საშუალოდ 30%-ით გაიზრდება. აბესაძე ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, ბინის შეძენა მოასწრონ.

„ახლახან დავასრულე კვლევა. 2021 წლის ბოლოს გითხარით, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან საშუალოდ 40%-ით გაძვირდებოდა უძრავი ქონების ( ყიდვა/იჯარა) ფასი.

მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან (გაზაფხულიდან) საშუალოდ 30%-ით გაიზრდება კვლავ უძრავ ქონებაზე ფასი (ყიდვა/იჯარა)

P.S. მოასწარით და მიმდინარე მშენებლობებში (რომლებიც ძველი ფასებით აშენებენ ჯერ კიდევ და სარგებლობენ კარგი რეპუტაციით) შეიძინეთ უძრავი ქონება.

2023 წლის ბოლოს თბილისში საშუალოდ 1 კვ მეტრი 900-1000 USD სასაცილო ფასი გახდება“, – წერს ოთო აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g