მოჩვენება – ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელსაც სიკვდილიც ვერ ამარცხებს. ფილმში დემი მურისა და პატრიკ სუეიზის ტანდემმა ნამუშევარი კლასიკად აქცია. ამერიკული რომანტიკული ფილმი 1990 წელს ვიხილეთ სადაც მთავარ მსახიობებთან ერთად დასამახსოვრებელი პერსონაჟები შექმნეს ვუპი გოლდბერგმა და ტონი გოლდვინმა .
კინოთეატრებში 1990 წლის 13 ივლისს გამოვიდა Paramount Pictures-ის მიერ და დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია: ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 505 მილიონი დოლარი გამოიმუშავა 22–23 მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე. იგი 1990 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა და გამოსვლის მომენტში ყველა დროის მესამე, ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად ითვლებოდა.
კრიტიკოსებისგან ფილმმა თავდაპირველად შერეული შეფასებები მიიღო, თუმცა განსაკუთრებული მოწონება ერგო მუსიკალურ გაფორმებასა და მსახიობების შესრულებას.
ოსკარის 63-ე დაჯილდოებაზე ხუთი ნომინაცია მოიპოვა სადაც ორში გაიმარჯვა : საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკის, საუკეთესო მონტაჟის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის და საუკეთესო ორიგინალური სცენარი კატეგორიებში.
ფილმის The Ghost-ის მუსიკა შექმნა გამოცდილმა ფრანგმა კომპოზიტორმა მორის ჟარმა.საუნდტრეკში ასევე შევიდა 1955 წლის სიმღერა „Unchained Melody“, რომლის მუსიკის ავტორია ალექს ნორთი, ხოლო ტექსტი ჰაი ზარეტს ეკუთვნის.
ფილმში ეს სიმღერა ჟღერს როგორც ინსტრუმენტულ, ისე ვოკალურ ვერსიაშივოკალური ვერსია კი 1965 წელს ჩაწერილი ბობი ჰეტფილდის შესრულება
საუნდტრეკის ალბომი მთელ მსოფლიოში Milan Records-მა გამოუშვა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში მისი ლიცენზია Varèse Sarabande-ს ჰქონდა. 1995 წელს ალბომი ხელახლა გამოიცა ორი დამატებითი ტრეკით, მოგვიანებით კი გამოვიდა Milan-ის Silver Screen Edition სერიის ფარგლებში, სადაც დამატებით ტრეკებთან ერთად მორის ჟარის ინტერვიუც იყო შეტანილი. ალბომი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკის კატეგორიაში.